დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ - ვიქტორ ჰიუგო 26.02.2021 11:56

 

ვიქტორ ჰიუგო  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, არა მხოლოდ ფრანგულ ლიტერატურაში, ასევე ზოგადად საფრანგეთის ისტორიაში. ის ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. წერდა რომანებს, ლექსებს, დრამებს თეატრისთვის, აქვეყნებდა პუბლიცისტურ ნაშრომებს, ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტაკში. ჰიუგო სოციალური უთანსწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდიოდა. ხშირად იყო ოპოზიციაში და ცხოვრების გარკვეული წლები ემიგრაციაში გაატარა.

 

 

ვიქტორ მარია ჰიუგო 1802 წლის 26 თებერვალს საფრანგეთში ბენზასონში დაიბადა. ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ - წერს იგი სკოლის ჟურნალში.

 

მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, „ბუგ-ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელიკი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორისპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით, ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულიასიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისადაკლოდ გეს კლასიფიცირება“. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხებასაბრალონიც“, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი. 1874 წელს დაწერილიოთხმოცდაცამეტი წელისაბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ვიქტორ ჰიუგოს გენიალურ ფრაზებს:

 

1. გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის გასცემს.

 

2. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავსუცოდინრობა.

 

3. ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები, მაგრამ მის სულში ვარსკვლავები კიაფობდნენ.

 

4. ფორტუნა მხოლოდ ბრმა კი არ არის, არამედ ის აბრმავებს მის რჩეულებსაც.

 

5. ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.

 

6. ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.

 

7. სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟიქურდობა და ქალიშვილიშიმშილი.

 

8. მინდა ვიყო სახელოვანიეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო, ესმოვალეობაა.

 

9. ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს.

 

10. როგორი ფილოსოფიაც აქვს ადამიანს ისეთივე ცხოვრება აქვს, სადაც დაიგებ იქვე გაიღვიძებ.

 

11. არსებობს მსოფლიო ჯარებზე ძლიერი რამ, ეს არის იდეა რომლის დროც დადგა.

 

12. შეიძლება დაამსხვრიო იარაღი, მაგრამ ვერ მოსპო იდეა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ