დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ დაიწყო 25.02.2021 17:50

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისსდაიწყო, რომლის ფარგლებშიც დღეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებსა და თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნებისთვის პატივის მისაგებად თავისუფლების მოედანზე  მდებარე სკამებზე მემორიალური ფირფიტები განთავსდა.

 

მარიკა დარჩიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქალაქში არსებობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის მეხსიერების გაცოცხლებისა და ისტორიის ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდის თვალსაზრისით.

 

,,დღეს ჩვენ პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც პატივს მივაგებთ ქალაქისა და ზოგადადქვეყნისთვის მოღვაწე ადამიანთა სახელებსსწორედ დღესპირველ ეტაპზე,  მემორიალურ ფირფიტებზე თბილისის საბჭოს რამდენიმე ხმოსნის სახელები დავიტანეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება,“-აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ გაგრძელდება და საქართველოში მოღვაწე ისტორიულ ფიგურებს გაიხსენებს. პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანშისკამებზე ასევე ქართველი მწერლებისა  და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებიდან  წარწერებიც განთავსდება.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ