დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დღეს ისევ მიტინგს აპირებენ და რეგვენი ბრბოს შეკრების იმედი აქვთ - დავით ზარდიაშვილი 26.02.2021 12:19

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
ეს გარეწარი, უკრაინაში გაძურწული, დედიმისისათი გამძღარი, მსუქანი და ბინძური ვირთხა, რასაც გაეკარება, ყველაფერს ბილწავს. ახლა, უკრაინიდან თავის ყიზილ ბეშურ (წითელ მ-5 -ავთა) ურდოს უბრძანა, „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა“ დაირქვით, ლიბერასტული ცისარტყელა ბაირაღები შეცვალეთ და აწ ეროვნული დროშებით შეუტიეთ საქართველოსაო!
არც მეტი, არც ნაკლები - ახლა მერაბ კოსტავაობასა და ზვიდობას, „ეროვნულ-გამათავისუფლებლი მოძრაობის“ თავკაცობას იჩემებს; არსებობენ უბირნი, უძიროდ რეგვენნი, რომელთაც ამდენიც კი არ ესმით: რასაც ამბობს, თუკი სიმართლეა და ქვეყანა მართლა ასეთ განსაცდელშია, ნუთუ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი განსაცდელის ჟამს ქვეყანას მიატოვებს და თბილად, უსაფრთხოდა და ტუჩების მსუნაგი ლოკვით სხვების თავგანწირვას დაელოდება?!
დღესაც, აგერ, მიტინგს აპირებენ და ამ უბირი, უძიროდ რეგვენი ბრბოს შეკრების იმედი ისევ აქვთ ამ ნაძირლებს. მითქვამს და ვიმეორებ: ურჯულო ყიზილბაშებისაგან ეს ყიზილ ბეშები იმითი განსხვავდებიან, რომ უფრო მეტ სიბილწესა სჩადიან, რადგან საქართველოს ქართველთა სახელითვე ეომებიან და შინაურობის დაჩემებით ყოველგვარ გარეშეზე მეტადა მტრობენ! მეტი ნაძირლობა, რომ ურჯულოებმა „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა“ დაირქვან, ვერც კი წარმომიდგენია!
მის დღემში ვერ უნდა გაბედონ „ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის“ ხსენება! ეგ იგივე იქნება: ვარსქენ პიტიახშმა ქრისტესთვის მოწამეობა დაიბრალოს. ანდა ილიას მკვლელმა - ილიაობა. "შულავერის კომიტეტელმა" - ცოტნე დადიანობა. ყიზილ ბაშმა - ქართველობა. გარეჯის გამყიდველმა ურჯულომ - რჯულისა და მამულისათვის მებრძოლობა და თავის გაწირვა. პატრიარქობის და არა მხოლოდ პატრიარქის, უშვერად გამლანძღავმა - მღვდელთმთავრობა. გაძურწულმა ბინძურმა ვირთხამ - ლომობა და სოროდან გამოთრეულმა მელიამ - ვეფხვი ვარო, იტრაბახოს! მართლა ბნელა თუ რა ხდება, ბოლოს და ბოლოს?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ