დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

როგორი იქნება პანდემიის პირობებში განახლებული შიდა ინტერიერი თვითმფრინავებში (ფოტო) 26.02.2021 12:55

პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, თვითმფრინავის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაწყყვიტეს თვითმფრინავის შიდა სივრცის ინტერიერი მნიშვნელოვნად შეეცვალათ.

 

CNN წარმოგიდგენთ 2021 წლის თვითმფრინავის საუკეთესო ინტერიერს, რომელიც ერთდროულად Premium economy კლასს განეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ეკონომ კლასით“ მოსარგებლე მგზავრებს განსაკუთრებული პირობები, უფრო მეტი სივრცე და კომფორტი აქვთ, რაც აქამდე იშვიათობას წარმოადგენდა.

 

ავიაკომპანია Orson Associates-ის დირექტორი ბენ ორსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მგზავრებს დაუცველობის განცდა მუდმივად აქვთ. ამის გამო აუცილებელი გახდა სავარძლებს შორის დისტანცია გაზრდილიყო, რათა მგზავრებმა უფრო კომფორტულად შეძლონ ფრენა.

 

მისი თქმით, დისტანციის გარდა, თითოეული სავარძელი სულ მცირე 7-8 სანტიმეტრით უფრო განიერი იქნება, ვიდრე აქამდე არსებული სავარძლები.

 

 

თვითმფრინავის სავარძლების მწარმოებელი კომპანიის Tangerine-ს უფროსი მეთ რაუნდი აცხადებს, რომ Premium economy კლასი ძალიან კარგი მიგნებაა, რადგან ის „ბიზნეს“ და „ეკონომ კლასებს“ შორის ერთგვარ შუალედს წარმოადგენს, შედარებით ხელმისაწვდომია და მგზავრებს კომფორტულ ფრენას სთავაზობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ