დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ინგლისური შტამიც იმისთვისაა მოგონილი, რომ გათანგული ხალხი ყველაფერზე ყაბულს იყოს - ლალი მოროშკინა 26.02.2021 13:39

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"მოდით კიდევ ერთხელ, გასაგებ ენაზე ავხსნი!
მსოფლიოში 25 ქვეყანაა მხოლოდ მძიმე ლოქდაუნის ქვეშ. ეს ის მოწინავე ქვეყნებია, რომლებიც ახალ ეკონომიკურ გადანაწილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, სუბსიდიაც მაღალია და დაფინანსებაც.
ეს 25 ქვეყანა განსაზღვრავს ახალ მსოფლიო წესრიგს, ელექტრონულ კოვიდ პასპორტებს, რაზეც ანხელა მერკელი საუბრობს, ნანო ტექნოლოგიებს და ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენებას.
ინგლისური შტამიც იმისთვისაა მოგონილი, რომ გათანგული და დაღლილი ხალხი ყველაფერზე ყაბულს იყოს.
ჩვენ, როგორც ეკონომიურად შეუმდგარი ქვეყანა, ცხადია არანაირად არ მოვიაზრებით, იმ 25-ში!
იბადება კითხვა:
რა ძალა გვადგა, რომ ასე ვკეტეთ ქვეყანა, წინ და უკან ვაკონწიალეთ იმთავითვე გაფუჭებული რობოტი, დავაქციეთ ეკონომიკა, როცა ჩვენხელა ქვეყნებმა ჩუმად, ისტერიკის გარეშე, გამოიარეს ეს რთული პერიოდი. არც არაფერი დაკეტეს და არც არაფერი შეზღუდეს, შესაბამისად არ ჩამოიშალნენ.
დასკვნა: დასაჯელია ყველა ის ჩინოვნიკი და ეპიდემიოლოგი, ვინც ქვეყანა არასწორი გზით წაიყვანა და მხოლოდ პირად გამდიდრებაზე იფიქრა!" - წერს ლალი მოროშკინა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ