მთელი ქვეყნიდან მოხდა მობილიზება და 5000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბეს. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლა ეზარება - არა. როცა რეალური საპროტესტო მუხტი არსებობდა ამ გამზირს მილიონი ადამიანი ახსოვს, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით წერს.
"თქვენ ვერ გამოიყვანეთ ხალხი...
იმიტომ, რომ თქვენივე ამომრჩევლებისგან ასეთი არაცივილური ფორმით პროტესტის გამოხატვის მხარდაჭერა არ გაქვთ;
იმიტომ, რომ ქუჩის პროტესტი არ არის თქვენი ელექტორატის დაკვეთა;
იმიტომ, რომ არასწორ რამეს ითხოვთ;
იმიტომ, რომ არ ხართ მართლები;
იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა რუსთაველზე ჯოს-ჯოს ძახილი და მოსმენა;
იმიტომ, რომ პარლამენტში შეგიშვეს და თქვენ ქუჩაში დგახართ;
იმიტომ, რომ მელია არა პოლიტპატიმარი, არამედ ხულიგანი და კრიმინალია;
იმიტომ, რომ იმას ითხოვთ, რაც არ გერგებათ;
P.S. - მორჩით ამ ცირკს და საქმეს მიხედეთ", - წერს გვიდიანი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge