დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ხელისუფლება ნიკა მელიას ეხვეწება, - შენი ჭირიმე, ციხიდან გამოდიო - გია ხუხაშვილი 26.02.2021 17:19

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას როგორც საქართველოში, ასევე, უცხოურ მედიაში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.  აშშ-ის მთავარ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New Yior Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - საქართველოში ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება მზარდი არასტაბილურობისადმი შიშს იწვევს“, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია განხილული.

 

არასტაბილური ქვეყნების მზარდ სიას კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ემატება, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობით და ქუჩის პროტესტებით არის მოცული. სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა აშკარა შეტაკებაც კი მოხდეს.


მართალია, საქართველოში - თითქმის ოთხმილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში -პოლიტიკა ყოველთვის სიმწვავით და სიხისტით გამოირჩეოდა, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავება მმართველი პარტიისქართული ოცნებისუფრო რეპრესიული პოლიტიკაზე გადასვლის საგანგაშო სიგნალი გახდა,“- ნათქვამია სტატიაში.

 

ირლანდიური გაზეთის აირიშ თაიმს“-ის («Irish Times»)  წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ თბილისში მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია: „ოპოზიცია მმართველ პარტიასქართულ ოცნებასგასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. „ერთიანი ნაცმოძრაობაბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას. ნიკა მელიას დაპატიმრების მიზეზები - თითქოს მან გირაოთი გათავისუფლების წესები დაარღვია - ძალიან მოგვაგონებს რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის დაპატიმრებას.“

 

ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი, - ამის შესახებ, გუშინ,  გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

პროკურორმა ნიკა მელიას საქმის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა იყო. (პროკურატურის განცხადება იხილეთ ვრცლად)

 

პროკურატურის განცხადებას ჯორჯიან თაიმსთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ნიკა მელიას საქმით პრობლემები შეიქმნა.

 

პირველ რიგში, პროკურატურასთან და ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა: რატომ ჩაიგდეს ისეთ მდგომარეობაში თავი, რომ ლამის თავის მართლებაში არიან და ეხვეწებიან ნიკა მელიას, შენი ჭირიმე როგორმე გამოდი ციხიდანო. ლამის თავდებში დაუდგა გუშინ პროკურორი ნიკა მელიას, ციხიდან გამოგიშვებო.  წინა დღეს კი, 5 000 კაციანი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ეს არის გრანდიოზული სიბრიყვის დემონსტრირებაა, რაც დღეს,  ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებაში ხდება. სწორ ადგილზე შეიქმნეს პრობლემა, ოპოზიციას დღის წესრიგი შეუქმნეს, გააცოცხლეს. უცხოეთიდან დიდი როზგები და ოყნები დაიმსახურეს. ასეთ შედეგს მიაღწიეს ამ სისულელით და ახლა, ეხვეწებიან მელიას გამოდი ციხიდანო. ის კიდე ეუბნება, - არ გამოვალო.


ეს გააკეთა ჩვენმა სასიქადულო ხელისუფლებამ და პროკურატურამ. საქართველოში ჯერჯერობით დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე საუბარი ზედმეტია,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

პოლიტოლოგი ჩვენთან საუბარში ოპოზიციის აქციებსაც გამოეხმაურა და მის შედეგებზე ისაუბრა.

 

ხუხაშვილის თქმით, არც ოპოზიციაა არსებული ხელისუფლების ალტერნატივა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც არ გამოიყურება წელში გამოყვანილად,  სამწუხაროდ, საზოგადოებაში არ არის არსებული ხელისუფლების ღირსეული ალტერნატივა.  პროცესი იქითკენ მიდის, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება. რაც არ უნდა ფეხები აფიჩინოს  ხელისუფლებამ, რაც უფრო მალე მიხვდება ამას, მით ნაკლებად მტკივნეული იქნება მათთვის. იმიტომ კი არა, რომ ოპოზიციაა ძლიერი, არამედ, ხელისუფლებაა ძალიან სუსტი და მორყეული,“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავა.

 

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ..წიწაკის სპრეი გაუშვეს.

 

დაკავების შემდეგ ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

ოპოზიციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის დაკავებას აქციებით აპროტესტებს. დღევანდელ აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან შვიდი კარავია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დაამატონ.

 

კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.

 

მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ