დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დღეს გამოჩნდა, რომ „52%-ს მხარდაჭერა“ ბლეფია - ზაალ ანჯაფარიძე 26.02.2021 20:36

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის თაობაზე კომენტარს აკეთებს:
- მაშ ასე, პირველი შთაბეჭდილებები „ფანჩატურის ოპოზიციის“ მიტინგობიდან. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრი იქ გარკვეული საზღაურის ფასად მიიყვანეს. დღეს გამოჩნდა, რომ „52%-ს მხარდაჭერა“ ბლეფია, ასევე გამოჩნდა ისიც, რომ პარლამენტში გასული პარტიები ერთიანად 39% რომ მოკრიფეს. ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას, რაც ალბათ ძალიან სურთ, მაგრამ არ გამოსდით. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის 82% არ სურს პროცესების რადიკალიზაცია და ლოგიკურად აღარ სურთ რადიკალების მხარდაჭერა, რომლებიც 5% მხარდაჭერს ამარაღა დარჩნენ. ისე სხვათა შორის, კარვებში ცხოვრებას მიჩვეული იყო ვლადიმერ ულიანოვ (ლენინი).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ