დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან 150 000 დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა 26.02.2021 21:50

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ვადა 2 წელი და 5 თვეა, მომსახურებისთვის გაღებული თანხა კი - 150 000 დოლარი. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებასაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს მათი კონტრაქტების გასაჯაროებას. ამ აქტის სავალდებულო მოთხოვნათა შესაბამისად, 16 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და „კოჯენტ სტრატეჯის“ შორის, 150 000 დოლარის ღირებულების ლობისტური კონტრაქტი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში 23 თებერვალს გამოჩნდა. კონტრაქტი მოქმედია 2023 წლის 31 ივლისამდე.

დოკუმენტში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქტიურად იქნებიან ჩართული კონგრესის ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ქვე-კომიტეტების მუშაობაში, ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეხვედრებში, წერილებისა და მოხსენებების შემუშავებაში, ითანამშრომლებენ როგორც კონგრესმენებისა და სენატორების აპარატის მოხელეებთან საკანონმდებლო ინიციატივებზე, ასევე ამერიკულ ბეჭდურ და სატელევიზიო მედიასთან. ისინი პერიოდულობით ასევე მოსაზრებებს გაუზიარებენ ამერიკელ კანონმდებლებსა და მათ თანამშრომლებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. ადგილზე ამ ყველაფრის უზრუნველყოფაში კი მათ სწორედ „კოჯენტ სტარტეჯი“ დაეხმარება.

კოჯენტ სტრატეჯიმ“​, მიუხედავად მისი ხანმოკლე პროფესიული ისტორიისა, მაინც შეძლო ვაშინგტონში გარკვეული რეპუტაციის შექმნა. კერძოდ, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, კოჯენტ სტრატეჯი, 2018 წელს გაფორმებული ანალოგიური კონტრაქტით, ვლადიმერ პლახოტნიუკის პოლიტიკურ ინტერესებს იცავდა ვაშიგნტონში და მის დემოკრატიულ პარტიას ლობისტურ მომსახურებას უწევდა.

ამერიკული მედია ბევრს წერდა ამ კომპანიის მოქმედ თანამშრომლებზეც, რომელთა 40% პორტირებულია პოლიტიკურ სკანდალში გახვეული „პოდესტა გრუპიდან“, რომელიც 2017 წელს, სპეციალური პროკურორის, რობერტ მულერის საგამოძიებო მასალებშიც მოხვდა, როგორც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე ლობისტური ფირმა, რომელმაც დაარღვია უცხოური ფინანსური წყაროებით კამპანიის დაფინანსების ამერიკული კანონმდებლობა. პოდესტა გრუპის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი, კიმბერლი ფრიტსი, ახლა სწორედ „კოჯენტ სტრატეჯის“ ხელმძღვანელია და მისი ხელმოწერა ნიკა მელიასთან ერთად ერთვის მათ შორის გაფორმებულ კონტრაქტს.

ვაშინგტონის „ქრონიკის“ ბიურომ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და კიმბერლი ფრიტის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფაქტს. 2012-2014 წლებში, იმ დროს როდესაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, გაფორმდა კონტრაქტი მაშინდელ „პოდესტა ჯგუფის“ ლობისტ კიმბერლი ფრიტთან 600 000 ათასი დოლარის ლობისტური მომსახურების შესახებ. ამ დოკუმენტს ასევე ერთვის გიგა ბოკერიას ხელმოწერაც.

 

ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ