დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

მამაჩემს ერქვა ნიკანორი, ბერძნული სიტყვა და გამარჯვების მომასწავლებელია - ნიკა მელია 26.02.2021 23:26

ანზორ მელიამ შვილისთვის სახელის შერქმევის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას ბაბუის სახელი ჰქვია.

 

„მამაჩემს ერქვა ნიკანორი, იყო ჩაის ფაბრიკის დირექტორი დასავლეთ საქართველოში. ომშიც არ წაიყვანეს იმიტომ, რომ სჭირდებოდათ სპეციალისტები. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნიკანორი არის ბერძნული სიტყვა და გამარჯვების მომასწავებელია. 

როცა დაიბადა ნიკა დავარქვი ნიკანორი. მე-7, მე-8 კლასში რომ იყო სულ მეჯუჯღუნებოდა სახელზე - რა არის, ჩემს შვილს რომ ანზორი დავარქვა მოგეწონებაო? მე ვუთხარი, რომ ეს არის გამარჯვების მომასწავებელი სახელი და შენ ნახავ, სულ როგორი გამარჯვებული იქნები-მეთქი მთელი ცხოვრება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

 

ინფორმაციას რეზონანსი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ