დღე: 36

ღამე: 20

USD 2.7149

EUR 3.1737

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა 27.02.2021 12:20

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 529 593 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 89 556 294-ია.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ