13:20 27.02.2021
90 000 რჩეული ქართველი იხვეწება გერმანიაში მუშად წასვლას - კაკო სვანიძე

კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სულ რაღაც 70 წლის წინ რჩეული გერმანელები უფასოდ აშენებდნენ და შრომობდნენ საქართველოში. (სტალინის დამსახურებით) დღეს კიდე 90 000 რჩეული ქართველი იხვეწება იქ მუშად წასვლას. სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასასაქმებლად. დასკვნა ან სულმნათი ილიას საადგილმამულო ბანკი არ გაგიგიათ ? ან როგორ მიმართო ფული გლეხობისკენ არ იცი? ან მიწები როგორ დაურიგო ან სარგებლობაში გადასცე ? მიეცი თითოეულ ქართველ გლეხს ვისაც შრომა უნდა, დროებით სარგებლობაში მიწა ან 49 -99 წლით. გამოსყიდვის უფლებით. დაეხმარე ტექნიკით და არა ფულით, უპროცენტოდ მიეცი სათესლე მარაგი ..... ათი-ოცი წლით მოკლედ, რაც არის საჭირო ... დაუწესე, რაღაც სტანდარტი და მისი შექმნილი და წარმოებული პროდუქციით განისაზღვროს შრომის ნაყიფიერება. და ხარისხიანობის შემთხვევაში დაეხმარე ამ მიწის გამოსყიდვაში გადაყიდვის უფლების გარეშე. ნუთუ ასე ძნელია ამის გაკეთება? შრომა არ ეზარება ქართველს არათუ გერმანიაში, ნახევარი აჭარა თურქეთის პლანტაციებში კაპიკებზე შრომობს. არ გვინდა რომ ქართული სოფელი გაძლიერდეს? და მისი სიძლიერით გააძლიეროს სახელმწიფო?

,,გეორგია“ ჯერ კიდევ ძველბერძნება გვიწოდეს რაც ,,მიწათმოქმედთა ქვეყანას” ნიშნავს. (ზოგიერთის გასაგონად )

მიწათმოქმედი ........ეს ჩვენი გენეტიკური კოდია და არა მომთაბარე ......." - წერს ის.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge