18:43 27.02.2021
რა გასაკვირია, რომ ბატონი რომან გოცირიძე რეიტინგს და პერსპექტივას შეგნებულად ურევდეს ერთმანეთში- გიორგი ცუცქირიძე
გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

მას შემდეგ რაც ამ თვეში ზედიზედ ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა, ბატონ რომან გოცირიძეს როგორც ეტყობა, არ მოეწონა და საკუთარი ინტერპტეტაცია შემოგვთავაზა. თურმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Standard and Poor’s -ს საქართველოს რეიტინგი. უცვლელად კი არ დაუტოვებია, რითაც მთავრობა ამაყობს, არამედ BB სატაბილურიდან BB ნეგატიურამდე გაუარესებულა და ამათ ხალხი მართლა ბნელი მასა ხომ არ ჰგონიათო. ისე და ვინ გვეუბნება ამას? წაგებულ ომს რომ გვაზეიმებდნენ ის ხალხი ხომ არა? და რა გასაკვირია, რომ ბატონი რომან გოცირიძე რეიტინგს და პერსპექტივას შეგნებულად ურევდეს ერთმანეთში, რადგან:
1. ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი, განსაზღვრავს რა იმ რისკ- პრემიას, რომლითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აფასებენ იგი სააგენტოს არ შეუცვლია და BB დონეზე დატოვა, როგირც ფითჩმა.
2. პერსპექტივას რაც შეეხება, სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. და საქართველოს შემთხვევაში ეს მოსალოდნელიც იყო გასულ წლებში ტურისტული ინდუსტრიის მკვებავ დარგებთან ერთად მაღალი ხვედრითი წილით ეკონომიკაში.
3. ნეგატიური პერსპექტივის კიდევ ერთი ფაქტორი, არის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც უკვე არჩევნების დამთავრებიდან მოყოლებული, დღემდე პარლამენტის ბოიკოტირების პერმანენტულ რეჟიმშია, რაც დღეს უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირების მოწოდებაშია გადასული, სწორედ ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პოლიტსპექტრის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, და პირველ რიგში ევროსაბჭოს მონიტორინგის დასკვნას არ დაუყენებია ეჭქვეშ.
4. განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის, .
5. და რადგან რეიტინგები ქვეყნების დონეების მიხედვით შედარებით სურათსაც იძლევა, ამ რეიტინგით საქართველო საშუალოშემოსავლიანი 100 ქვეყნის მიხედვით, საუკეთესო ოცეულშია.
6. რეიტინგის უცვლელად დატოვება იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ პანდემიის და ოპოზიციის მხრიდან მთლიანად ინსპირირებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს არ შეუჩერებია ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: პენსიების ინდექსირება, დღგ-ს სრულად ავტომატური დაბრუნების რეფორმა თუ ენფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ტიპის შეფასებების პოლიტიკურად მოტივირებულ და სუბიექტურ ხასიათზე და თავხედობის ხარისხზეც ბუნებრივია!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge