დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

სამხედროების არასწორმა პოზიციამ ხელახლა გააცოცხლა ნიკოლ პაშინიანი - ამირან სალუქვაძე 27.02.2021 19:19

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ერევანი. სამხედროების არასწორმა პოზიციამ, ხელახლა გააცოცხლა ნიკოლ პაშინიანი, რომელიც თავის გვერდზე ვიდეოს ავრცელებს. ომის შემდგომ აქციებზე, პაშინიანს საკმაოდ გაუჭირდა. ხომ გახსოვთ, მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი ოპოზიციის აქციების საპირწონედ? მისთვის მოსახლეობის მიერ ხელახალ მხარდაჭერას, ჩემი აზრით ორი მიზეზი აქვს: პირველი. მოსახლეობას არ სურს სამხედროების ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. სამხედროებმა, პრეზიდენტმაც, აშკარა შეცდომა დაუშვეს. მეორე. ყარაბაღის ომის გამო, მოსახლეობაში ანტირუსულმა განწყობებმა იმატა. რუსეთშიც არ ელოდნენ, ალბათ, ასეთ მხარდაჭერას. ორი დღეა ტოკ-შოუებში პაშინიანს ლანძღავდნენ. წინა პოსტში დავწერე. სომხეთ-რუსეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს გიუმრის ბაზის ყარაბაღისკენ გადაბაზირების თაობაზე. ვნახოთ როგორ დასრულდება. შიდა პროცესებსაც მივადევნოთ თვალი. ვფიქრობ, მარტივად, ასე ერთი მსვლელობით, არ განიმუხტება.
P.S. ამიტომაა რთული პროგნოზირება და არც არის სწორი. ერთი სწორი ან არასწორი ქმედება, ხშირად, ყირაზე აყენებს ყველაფერს.

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ