დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თუ მართლა გნდათ კარგი ამ ქვეყნისთვის, დაიხურეთ ქუდები და სხვა სფეროში იმუშავეთ, პარლამენტში ხომ არ უნდა დალიოთ სული? - დაჩი ცაგურია 27.02.2021 20:33

დაჩი ცაგურიას პოსტი:

 

ეხლა ჩემს უფროს მეგობარს თემურ ნანეიშვილს პირადში მივწერე რაღაც და ამომიგდო მგონი 2009 ან 2010 წლის მინაწერი ჩემი:  "14 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან (გორგასლის N24ა) ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ 15 წლის სანდრო სარდანიანის დაკავების ფაქტს. შეგახსენებთ, რომ სანდრო არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, რომელიც ერთი ბოთლი ლუდის მოპარვის გამო დააკავეს და შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. დღეს ბავშვთა დაცვის დღეა"!


აი, აქ ვცხოვრობდით თქვენი წყალობით, ნაცებო და ლატენტურო ნაცებო. დღევანდელი საქართველო შეუდარებლად უკეთესი, გაცილებით უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი და ჰუმანურია. მაგიტომაც ვერ მიიმხრეთ ხალხი ვერასოდეს... ტყუილად აყანყალებთ ამ ქვეყანას, თქვენ შანსი უბრალოდ არ გაქვთ და თუ მართლაც გნდათ კარგი ამ ქვეყნისთვის, დაიხურეთ ქუდები და სხვა სფეროში იმუშავეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხომ არ უნდა დალიოთ სული? წადით რა, სხვა სპორტში, არავის გაახსენდებით და იცხოვრეთ თქვენთვის ბედნიერად. იმდენი ფული გაქვთ მოპარული, თქვენს შვილთაშვილებსაც ეყოფათ და შეეშვით რა, ამ საწყალ ქვეყანას. უთქვენოდ ამ ქვეყანას გაცილებით უკეთესი მომავალი ექნება, მერწმუნეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ