დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მჯეროდა, რომ მხნედ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე მხნედ, ხალხი მაკლია ანთებული თვალებით - ნიკა მელია 27.02.2021 20:48

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ციხეში ყოფნის შესახებ ისაუბრა:

 

 

„მჯეროდა, რომ მხნედ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ასე მხნედ. ეტყობა კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, თან დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. როცა ზუსტად იცი, რომ უდანაშაულო ხარ და ეჭვი არ გეპარება, ალბათ, ყოველთვის ასე ხარ მხნედ. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის!“- განაცხადა მელიამ.

 

კითხვაზე, რა აკლია მას ყველაზე მეტად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის ემოციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ყველაზე მეტად მაკლია სოლიდარობის და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ, დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია, მგონი იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგია მამოძრავებს და მანარჩუნებინებს სიმშვიდეს და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში. აქციას ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი, თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა- თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა!“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ