დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

არჩევნების შედეგის აღიარებით ამერიკელებმა პირდაპირ ჩაფარცხეს და დამარხეს რუსეთიდან მართული ოპოზიცია - ვაჟა შუბითიძე 27.02.2021 21:10

ვაჟა შუბითიძის პოსტი:

 

 

კარგად დაწერა ნოე ჟორდანიამ 1935 წელს("საქართველოს საგარეო პოლიტიკა"): ძლიერისა და სუსტის, დიდისა და პატარას კანონი მუდამ ძალაშია. ჩვენ არ მოგვწონს, როცა დასავლეთის ქვეყნები ჩვენს ხელისუფლებას(და არა ქართველ ხალხს) ხშირად აკრიტიკებენ, ჭკუას ასწავლიან, თუმცა რომ არა მათი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა, საქართველოს ფორმალური დამოუკიდებლობაც აღარ ექნებოდა რუსული აგრესიული მადიდან გამომდინარე(ასევე არ აკლიათ კრიტიკა და დახმარება, ჩვენზე ათჯერ დიდ ქვეყნებს(უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი და სხვ.). კარგად თუ დავაკვირდებით, ეს ქვეყნები ხშირად მართლები არიან ჩვენს უსუსურ მთავრობასთან მიმართებაში. ავიღოთ ბოლო შემთხვევა: მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩაშალა რუსული სპეცსამსახურების მცდელობანი(მათ აქაური ქართველები ეხმარებოდნენ) საპრეზიდენტო არჩევნებზე (სადაც აშკარად ეხმარებოდნენ ვაშაძეს), პანკისში (სადაც განზრახული იყო კადიროვის შემოსვლა და პანკისის წაღება), 20 ივნისს (სადაც განზრახული იყო მომიტინგეთა შეჭრა პარლამენტში და ოცნების დამხობა, ბოკერიას მოყვანა), ახლაც რომ რევოლუცია არ მოხდა აქ არჩევნების შემდეგ, ეს აშშ-ის პირდაპირი დამსახურებაა. არჩევნების შედეგის აღიარებით ამერიკელებმა პირდაპირ ჩაფარცხეს და დამარხეს რუსეთიდან მართული ოპოზიცია. რუსეთი არ შეეგუა აშშ-ის მიერ თავისი ოპოზიციის ჩაფარცხვას და მისთვის ამერიკული კარის დახურვას და განიზრახეს პროვოკაცია, რომელსაც (შეგნებულად თუ შეუგნებლად) წამოეგო ოცნების ხელისუფლება: მელიამ სამაჯური ნოემბერში მოისროლა და განაცხადა, არ გადავიხდიო. ის მაშინ არ დააკავეს, რეაგირებაც კი არ ყოფილა და ახლა, როცა ბეწვის ხიდზე გავდივართ, მაშინ დაიწყეს დაკავება. გახარიას უდროო და უაზრო გადადგომამ(ამას ის მიზანიც ჰქონდა, რომ დაცემული რეიტინგი აემაღლებინა და ახალი პარტია შეექმნა) ხელი შეუწყო უკვე მკვდარი და ჩაფარცხული ნაცების რეანიმაციას და ბითური მელიას "გმირად" ქცევას. თუ მანამდე ნაცების ოფისთან ერთი კარავიც არ გააშლევინა ხელისუფლებამ, მელიას დაჭერის შემდეგ ესკალაციამ რუსთაველზე გადმოინაცვლა, სადაც 11 კარავი გაიშალა და მათი რიცხვი მიომატებს. ეს უნდოდა მოსკოვსაც, რომელიც ცდილობს ნაცების გაცოცხლებას და დაპირისპირების გაღრმავებასაც. სწორედ ამის გამო აკრიტიკებს დასავლეთი ოცნებას, რომ დაუფიქრებელი ქმედებით თუ მოსკოვიდან ზეწოლით ხელს უწყობს დაპირისპირების გაღრმავებას და ქვეყნის არევას. როცა საჭირო იყო, მელია მაშინ უნდა დაეკავებინათ და დასავლეთი ხმასაც არ ამოიღებდა, დღეს კი რუსთაველზე რუსული საქმე კეთდება, რომლის ჩაშლა ისევ აშშ-ს მოუწევს. ამიტომ უწევს ძიძაობა ჩვენს მეგობრებს ჩვენი უსუსური ხელისუფლებისათვის, ანუ ჯერაც ვერ გავიზარდეთ, რომ ჩვენ თავს მივხედოთ და სხვისი ჩარევა არ დაგვჭირდეს ასეთ შემთხვევებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ