დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები, უნდა მიიღონ კიდეც ისინი - The Washington Post-ი 27.02.2021 22:38

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. როგორც სტატიაში აღნიშნულია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი.

 

,,სავარაუდოდ, თავად ბატონი მელია უძღვებოდა მომიტინგეების მცდელობას, რომ 2019 წელს პარლამენტში შეჭრილიყვნენ; იგი დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა გირაო, რომელიც დაეკისრა ამ ინციდენტთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდების გამო. არჩევნების შემდეგ ის ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და მოუწოდებდა ახალი პარლამენტის ბოიკოტისაკენ, უგულებელყოფდა აშშ-ს და ევროპელი დიპლომატების მიმართვებს. კომპრომისის წინააღმდეგ ისწრაფვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ახლა უკრაინაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მთავრობამ სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ბატონი მელია და ასევე გიორგი რურუა, ოპოზიციური სატელევიზიო არხის თანამფლობელი; ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი. თუ საქართველო აგრძელებს სვლას დასავლური დემოკრატიისკენ და არა ევრაზიული ავტოკრატიისკენ, მისმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, ტოლერანტობასა და ძალაუფლების განაწილებას“, - წერს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ