12:46 28.02.2021
პანდემიის მხარეს იბძვიან ნაცები, მაგრამ საქართველოს ვერ მოერევიან - დავით ზარდიაშვილი
ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ამასობაში, კოვიდ-სტატისტიკა ნათლად ადასტურებს:


1. საერთო ჯამში, პანდემიამ საქართველოს მეტად მძიმედ შემოუტია, რადგან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში 49-ე ადგილი (270 758 ინფიცირებული), ხოლო 1 მლნ. მოსახლეზე გადაანგარიშებით (67 960 ინფიცირებული) სულაც მე-16 ადგილი გვიჭირავს. საქართველო ამ ომში უხილავი მტრის შეტევის მასშტაბით ყველაზე მეტად დაზარალებულთა პირველ ოცეულშია.


2. საქართველო საუკეთესოდ გაუმკლავდა ამ მძიმე შემოტევას და ამჟამინდელი მდგომარეობით - მოცემულ მომენტში მხოლოდ და მხოლოდ 2 134 ავადმყოფი ჰყავს, რაც ევროპაში საუკეთესო და მსოფლიოში კი 116-ე მაჩვენებელია!


3. საუბედუროდ, პანდემიას ემსხვერპლა 3 510 ჩვენი მოქალაქე, რაც ჩვენი უახლოესი ისტორიის უდიდესი ტრაგედიაა. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს - შემთხვევათა საერთო რიცხვის მხოლოდ და მხოლოდ - 1, 3%.


დასკვნა მარტივია: საქართველო, რომელმაც ამ პანდემიისგან მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, კვლავაც საუკეთესოა, მოწინავეთა შორისაა პანდემიასთან ღირესეული გამკლავებისა და ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით!


ცხადია, უწინარეს ყოვლისა, ეს ჩვენი სახელმწიფოს, მისი ჯანდაცვის სისტემისა და გმირი სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა! ამას დანახვა და ღირსეულად დაფასება უნდა!
მით უფრო სამწუხაროა და სავალალო, პირდაპირ დავარქვათ - შინაური მტრების ავკაცობა, რომლებსაც არა თუ არ აწყობთ ქართველთა ეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ამ უხილავ მტერთან ნამდვილ ომში, არამედ - ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტად მძიმე შედეგები გვქონდეს.


რომ არა ისინი, ეჭვიც არ მეპარება - საქართველო შეძლებდა ინფექციის გავრცელების კატასტროფული ზრდის, რასაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო და პოსტ-საარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობის, უპასუხისმგებლო პოლიტიკური აქციების და რაც მთავარია, მათი მხრიდან ანტიეპიდემიური ღონისძიებების ფაქტობრივად - საბოტაჟის გამო, შეკავებას.


უეჭველია, რომ პანდემიის მხარეს იბძვიან ნაცები, მაგრამ საქართველოს ვერ მოერევიან. ჩვენ გავიმარჯვებთ,"- წერს ის.



ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge