2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
შინამეურნეობებისთვის გაძვირდა როგორც ავტოსესხი, ისე ლომბარდული, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,96% შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეს საპროცენტო განაკვეთი 10.70% იყო.
21. 14%-დან 23.62%-მდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი. 18,17%-დან 19,39%-მდე გაძვირდა ლომბარდული სესხი.
რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, მიმდინარე წლის იანვარში 20,56%-ს შეადგენდა, წინა თვეში კი - 20,28%-ს. ამასთან, იანვარში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტის განაკვეთი 13,31% იყო, არაუზრუნველყოფილის კი 22,68%.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge