დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნიკანორ მელიას გმირად წარმოსახვა არ გამოდის, მისი წარსულის გამო, ისე როგორც ახალი ეროვნული მოძრაობა - გიორგი ცუცქირიძე 28.02.2021 14:48

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
რუსთაველზე კარვების გაშლა, თანმდევი მანიფესტაციების ატრიბუტიკით, რასაც ნაციონალების ირგვლივ გაერთიანებული ქართული ოპოზიცია უკვე მესამე დღეა პროტესტად ასაღებს, კი გვაგონებს თუნდაც 2003 წლის სცენარს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად, თუ იქ მყოფ ახალგაზრდებს გამოვრიცხვთ, თავისი იმდროინდელი აქტიორებით და მიზანსცენებითაც უფრო წარსულის პაროდიას წარმოადგენს. არანაირი სიახლე ან კრეატივი ამ პერფომანსირებულ აქციებს არა აქვთ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც ვერ იქცევა ხალხის მობილიზების და ქუჩაში გამოყვანის მძლავრ ინსპირატორად, ხოლო გამოსვლელთა დიდი უმრავლესობა იმდენად არის წარსულში ჩარჩენილი, გაცვეთილი ფრაზეოლიგიითაც კი, რომ ერთ დიდ მარგინალიზირებულ ფოტოსესიას უფრო წარმოადგენენ.
კარვის იდეოლოგია არა თუ დროშია აცდენილი, არამედ ვერც ოპომხარდამჭერი მედია პლათფორმების უწყვეტი გადაცემებითაც ვერ ცოცხლდება. ამიტომაც არის, რომ თუ 2003 წელს ხალხის პროტესტის მიზეზი, შევარდნაძის ძირმომპალი მართველობის მიუღებლობა იყო, სამოქალაქო დაპირისპირების, მძიმე ეკონომიკური ყოფის და დაკარგული ტერიტორიების მემკვიდრებით, დღეს თუნდაც გავრილოვიადა ან ვადამდელის მოთხოვნა, როდესაც მათი ლიდერი სწორედ პარლამენტის შტურმის მოწოდებებისათვის გირაოს გადაუხდელობის გამო არის დაკავებული, ხოლო არჩევნების გაყალბებას ოპოზიცია რადგან ვერ ამტკიცებს, უბრალოდ ვერც იმ რეალობას ჩაანაცვლებს.
ნიკანორ მელიას გმირად წარმოსახვაც არ გამოდის, თუნდაც მისი წარსულის გამო , ისევე როგორც ახალი ეროვნული მოძრაობის დაანონსება. ეს არის ის ხალხი, რომელსაც დიდი ეროვნული მოღვაწის და ეროვნულ-განმათავსუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელის სოლომონ დოდაშვილის სახელი ან ყურმოკვრით გაუგია ან თუ იცის, მისი მრწამსი და შეხედულებები ქართულ მისიაზე და ქვეყნის მომავალზე, იმდენად მიუღებელია, რომ მას ტაბუც კი აქვს დადებული. მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან მათი შედარებაც კი არასერიოზულობის და მართლა კარიკატურული პატრიოტიზმის ასოციაციას უფრო იწვევს!
ამიტომაც არის, რომ ამ აქციებს არც ხალხი ყავს და არც არანაირი რესურსი გაქაჩვის არა აქვს. ერთადერთი რაც ამ აქციებს მოაქვს, ეს არის, დესტაბილიზაციის და ქაოსის იმიტაციის შექმნა, რაც ქმნის რა უარყოფით მოლოდინებს, ბიზნესზე და პირველ რიგში უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე და შესაბამისად მთლიანად ეკონომიკაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება. და მათი მიზანიც ეგ არის, რაც ცუდი მით უკეთესი, ხალხის გასაღიზიანებლად და ეკონომიკური სიდუხჭურით, როგორმე საპროტესტო მუხტის ასაწევად!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ