დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

დღეს ასე ეხმაურება „ხელები შორს ქართული ბუნებისგან”, თუმცა გუშინ სხვაგვარად ჭიკჭიკებდა - ლევან ნიკოლეიშვილი 28.02.2021 17:09

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დიდი ჰესების დამანგრეველი ეფექტის შესახებ და აქვეყნებს, სააკაშვილის ძველ განცხადებებს იგივე ნამახვანჰესის შესახებ: 

„სააკაშვილის ავანტურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია არავის უკვირს საქართველოში, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე სახის არეულობა მოახდინოს, ყველაფერზეა წამსვლელი... ნამახვანის ჰესის მშენებლობას ნაცბელადი დღეს ასე ეხმაურება „ხელები შორს ქართული ბუნებისგან !” თუმცა გუშინ სულ სხაგვარად ჭიკჭიკებდა, თუმცა მის გამოსვლებს უფრო ჩხავილი მოუხდებოდა...ასეა, ორმაგი სტანდარტის დამკვიდრება დიდი ხანი სააკაშვილის ხელწერა გახდა!“, წერს ანალიტიკოსი. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება სააკაშვილის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მხარს უჭერს დიდი ჰესების მშენებლობის დაწყებას.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ