- იმდენი პოლიტიკოსია, რომ მეშინია პირდაპირ ამ პოლიტიკოსების. რა ამბავია ამდენი პოლიტიკოსი? ეს ხომ იცით, უსაქმურობამ იცის. საქმე რომ არ აქვს კაცს, რამე გააკეთოს… მეჩექმე კაცი რომ ჩექმას კერავს, ან პურს აცხობს, იმას პოლიტიკისთვის სცალია? არა სცალია, ბატონო. აი, რომ მოიცლის, საქმე რომ არა აქვს, მერე მიდის პოლიტიკაში და ხდება უდიდესი პოლიტიკოსი. იმდენი პოლიტიკოსი გვყავს საქართველოში, ვინც პოლიტიკით დაინტერესებული ხალხია და პოლიტიკოსები არიან, ჩვენ რომ ყამირ მიწებზე გავიდეთ, იცით რა მოსავალი გვექნება? ჩვენ რომ მოვთოხნოთ, თითომ რომ ხუთი ბარი დაარტყას, იცით რა იქნება? მაგრამ პოლიტიკა იოლია, დაჯდები და დაიწყებ ლაპარაკს, ასე კი არა, ასეო, ასე კი არა ისეო და მერე ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს – ასე კი არა, ასეო, გათავდა და მორჩა.