დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

რა ძირითადი გზავნილები გააჟღერა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტისას - ჩამონათვალი 01.03.2021 14:28

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალს, რაც, შარლ მიშელმა ამ დროისათვის გააჟღერა:

 

 

 

·        ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს.

 

 

·        ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა.

 

·        ევროკავშირს აშფოთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.

 

·        ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ.

 

·         ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ოპოზიციასა და მთავრობასთან ჩემი შეხვედრის დროს პოლიტიკურ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოვუწოდებ.

 

 

·        პოლიტიკური სტაბილურობის შესაქმნელად საქართველოს ყველა საჭირო რესურსი აქვს.

 

 

·       ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლადლიდერშიპს“, საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაციაც მოახდინოს, რომ მოხდეს ადამიანების უფლებათა დაცვა ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით რომ გამყარდეს ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

 

·     ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

 

·   ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

 

·    ჩვენ უნდა გავამყაროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ასევე მნიშვნელოვანია, დაინერგოს საჭირო რეფორმები, რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ამბიციური ეკონომიკური გეგმის განვითარება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის.

 

·   საქართველოში, ევროპაში და ყველგან მსოფლიოში ჩვენ ვიმუშავებთ გაჯანსაღების სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ჩვენ შევეცდებით ასევე ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის მიმართულებით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან კონკრეტული სოლიდარობა.

 

·    მავთულხლართებით ორად გაყოფილია სოფელი. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ