01.03.2021 17:01
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს:
"სად არის ვაქცინა?
1) ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილეები - როგორც NCDC;
2) ჯანდაცვის მინისტრი და შესაბამისი მოადგილე - როგორც NCDC ზემდგომი ორგანო და პასუხისმგებელი პირები;
3) პრემიერ მინისტრი - ყოფილი და ახლა უკვე მიმდინარეც იმ შემთხვევაში თუ არ გაუშვებს თანამდებობიდან ზემოთ მოყვანილ პირებს და არ დაიწყებს გამოძიებას.
უვაქცინობით იხოცებიან ჩვენი მოქალაქეები!
- ფული გვქონდა? გვქონდა;
- დრო გვქონდა? გვქონდა;
- ვამბობდი გვატყუებენ თქო? ვამბობდი;
- ფაიზერზე ტყუილი თქვეს? დიახ;
- კოვაქსზე ტყუილი თქვეს? დიახ;
წერა-კითხვა არ იციან! ჩვენი სიცოცხლით თამაშობენ და ამდენი ოჯახი გააუბედურა მათმა გადაწყვეტილებებმა!" - წერს გიორგი ჩალაძე.