20:44 01.03.2021
ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და მმართველი გუნდის წევრები.

 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, "დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge