22:28 01.03.2021
თუ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს, მალე მივაღწევთ შეთანხმებას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

 

„შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსრუქციულ რეჟიმში. რაც შიძლება მოკლე დროში უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, პოზიციამაც და ოპოზიციამაც. რეალურ კონკრეტულ საკითხებზე გამოვნახოთ კონსენსუსი. თუ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს, მალე მივაღწევთ შეთანხმებას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge