22:51 01.03.2021
როცა მხარეებს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, ყველა მონაწილის პასუხი იყო „კი“ - შარლ მიშელი

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, არსებობს არაერთი თემა, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას.

 

„მხარეებს ვთავაზობთ ევროკავშირის მხარდაჭერას. მთავარი მესიჯი არის შემდეგი: ქართველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში არაერთი კომპლექსური გამოწვევაა - ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კორნავირუსი, სტაბილურობა... ამ საღამოს, მე ვარ ამაყი, რადგან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა მხარეებს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, შეხვედრის ყველა მონაწილის პასუხი იყო „კი“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge