დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

შარლ მიშელი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის, აქ კი ხელისუფლებისა და ევროკავშირის აზრები სრულ თანხვედრაშია - ლევან ნიკოლეიშვილი 01.03.2021 23:43

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებების შედეგებს აფასებს:
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულმა მოლაპარაკებამ რამდენიმე რამ აჩვენა:
• ხელისუფლება განწყობილია პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტავად და დიალოგის გასაგრძელებლად, სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე;
• ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მოლაპარაკებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს;
• ქუჩის აქციები, პიკეტები და სიტუაციის რადიკალიზაცია არ არის ის გზა, რასაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დაეთანხმება;
• ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი საკითხით სპეკულირება, სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება და შეთანხმება არ შედგება, პოლიტიკური პოპულიზმის გამოვლინებაა.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე, ბატონი შარლ მიშელი დაინტერესებულია საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის, აქ კი ხელისუფლებისა და ევროკავშირის აზრები სრულ თანხვედრაშია !

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ