დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დამიბარეს და მეგობრის ფარულ ჩაწერას მთხოვდნენ - როგორ ხტებოდა ირაკლი ოქრუაშვილის კაბინეტიდან ბიზნესმენი 02.03.2021 02:47

ბიზნესმენი, დავით ნარსია “პრაიმტაიმთან” საუბრისას 2014 წლის იმ მოვლენებს იხსენებს, როცა ის წინამორბედი ხელისუფლების დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის კაბინეტში დაიბარეს და ერთი-ერთი მეგობრის ფარულ ჩაწერას სთხოვდნენ. როგორც ბიზნესმენი გამოცემასთან ჰყვება, მას ჟურნალისტის მალხაზ გულაშვილის ფარულ ჩაწერას სთხოვდნენ, რომელიც იმ დროისთვის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ნარსიას თქმის, მეგობარი ჟურნალისტის დაპატიმრებას ამ გზით აპირებდნენ.

„სასაცილოა, დღეს ირაკლი ოქრუაშვილი სამართლიანობაზე რომ ლაპარაკობს და რაიმე ზეწოლას აპროტესტებს. იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, ამის გამო დიდი ხანია ტელევიზორს აღარც კი ვუყურებ. ამბავი, რომელიც მე გადამხდა უკავშირდებოდა ჩემს მეგობარს, ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს, რომელიც იმ პერიოდში მწვავედ აკრიტიკებდა მაშინდელ, ახლადმოსულ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ განიზრახეს მისი დაპატიმრება. უნდოდათ, ფარული აპარატურა გამეკეთებინა, ჩუმად ჩამეწერა მეგობარი, შემდეგ ის დაეჭირათ და მე მის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება. უშუალოდ ოქრუაშვილთან დამიბარეს. მივედი მის კაბინეტში. შემდეგ მოვხვდი მის პირველ მოადგილესთან, მალხაზ მაისურაძესთან, სადაც სრულიად ამორალური მოთხოვნები წამიყენეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით და განადგურებით მემუქრებოდნენ. ეს იმდენად რთული საუბარი იყო, რომ იმ მომენტში თავის მოკვლა გადავწყვიტე და ვხტებოდი მეშვიდე სართულიდან. შემდეგ თვითონვე ამომიყვანეს და ამომქაჩეს აივნიდან. მაგათ ჩემი გდარჩენა კი არ აინტერესებდათ, საკუთარი ტყავის გადარჩენა სურდათ, რადგან ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა სკანდალი იქნებოდა.

ამ კადრებს, რაც შეეხება, სიმართლე გითრათ მეც გამიკვირდა მისი გავრცელება. თვითონ ეს ამბავი 2004 წელს მოხდა, კადრები კი მოგვიანებით გავრცელდა ტელეეთერით. ნუ, იყო ჭორები, რომ ვანო მერაბიშვილმა მიაწოდა ჟურნალისტებს ოქრუაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. მოპირდაპირე მხრიდან იყო გადაღებული, როგორც ჩანს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა შიდა ინტრიგები ხდებოდა მათ შორის. არც დავინტერესებულვარ, რადგან ამ კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი. შემომითვალეს, რომ აპირებდნენ ჩემს დაჭერას, რის გამოც ქვეყნიდან წავედი ავსტრიაში და იქ ვიყავი 8 წელი. 2012 წლის შემდეგ დავბრუნდი მხოლოდ“, – ამბობს ბიზნესმენი დავით ნარსია.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

პრაიმტაიმი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ