დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ხომ არ აღვშფოთდეთ?! ნიკოლა სარკოზის 3 წელი მიესაჯა - ამირან სალუქვაძე 02.03.2021 11:14

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ხომ არ აღვშფოთდეთ?!


ნიკოლა სარკოზის 3 წელი მიესაჯა, აქედან 2 პირობითად, 1 კი თავისიფლების აღკვეთით. თუმცა, ეს 1 წელი მას შეუძლია სახლში მოიხადოს ელექტრონული სამაჯურის ტარებით. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და კორუფციას ედავებიან.
მისი უფლებადამცველები და თანაპარტიელები პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ, რათა სარკოზიმ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ერთ-ერთი ბრალდება ეფუძნება მის საუბარს ადვოკატთან ფარული სიმ ბარათით.


ამით სარკოზის პრობლემები არ დასრულდება. მალე ახალ ბრალდებაზე, 2012 წლის არჩევნების უკანონო დაფინანსების გამო მოუწევს.


ეს ისე, ინფორმაციისთვის, თორემ სარკოზი რა ჩიტიცაა, გასაგებია. საფრანგეთში, თურმე, შესაძლებელია, ადვოკატთან სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით, პირი დაიჭირონ.


რაც შეეხება არჩევნების უკანონო დაფინანსებას, ჩვენთან ასეულობით მილიონი იხარჯება არჩევნებზე და არასდროს ისმის კითხვა, საიდან ამდენი შავი ფული? არჩევნები კი არა, აქციებს ვეღარ აწყობენ უფულოდ", - წერს ამირან სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ