დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა - ვლადიმერ ბოჟაძე 02.03.2021 12:32

„პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება უნდა.

 

„გუშინ შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართა პოლიტიკური დიალოგი, ჩაისახა დეესკალაცისა და სიტუაციის დარეგულირების იმედი, თუმცა „პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, ყველას ვისაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება უნდა, იმ რეალური პრობლემების მოგვარება, რაც ჩვენს ხალხს ასე ძალიან აწუხებს. გააგრძელეთ დესტრუქცია და კარავში ჯდომა, რასაც მოიგებთ, თქვენს გაქცეულ პრეზიდენტს გაუყავით კიევში, კოსაჩოვს ებარებოდეთ“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ