დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროპის კავშირმა საქართველოში შუამავლის როლის შესრულება დაიწყო - უცხოური პრესა 02.03.2021 13:16

ირლანდიურ გაზეთ „აირიშ თაიმს“-ის («The Irish Times») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალები მიესალმებიან ევროკავშირის მომრიგებელ როლს კრიზისულ სიტუაციაში“ (ავტორი - დენიელ მაკლაფლინი).


„ევროპის კავშირმა შუამავლის როლის შესრულება დაიწყო საქართველოში - კავკასიის რეგიონში მდებარე დასავლეთის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში - სადაც ერთმანეთთან ხელისუფლება და ოპოზიცია მტრულად არიან განწყობილი. ასეთივე სიტუაციაა სომხეთშიც, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია ჩათრეული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


„ოპოზიცია პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში და ნიკა მელიას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, მაგრამ თავის მხრივ ხელისუფლება უარყოფს არჩევნების ფარსიფიცირებას და აცხადებს, რომ ნიკა მელია სრულიად კანონიერად წარსდგა სასამართლოს წინაშე: მან უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე იმ კანონდარღვევის გამო, რომელიც მან 2019 წლის ანტისამთავრობო პროტესტების დროს ჩაიდინა. ოპოზიციური დეპუტატები ასევე ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ავტოკრატული ტენდენციების გამოხატულებას წარმოადგენს. „იგი [ბიძინა ივანიშვილი] ისევ კულისებიდან მართავს თავის პარტიას და ქვეყნის მთავრობას“.


სტატიაში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც შარლ მიშელმა მიაღწია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დროს, „ორბელიანის სასახლეში“, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაა განთავსებული. ავტორის აზრით, ორივე მხარე - მთავრობაც და ოპოზიციაც - კმაყოფილი დარჩა მოლაპარაკებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.


სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ „ქართული კრიზისის მოგვარების მცდელობა მკვეთრ კონტრასტშია სომხეთში შექმნილ ვითარებასთან, სადაც პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, აზერბაიჯანთან ომში დამარცხების გამო, თუმცა იგი თანამდებობიდან არ მიდის.


წყარო: https://www.irishtimes.com/news/world/europe/georgia-s-feuding-political-forces-welcome-eu-as-crisis-mediator-1.4498348


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ