დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რა მოლოდინები აქვს ტურიზმის სექტორს შემსუბუქებული რეგულაციების შემდეგ 02.03.2021 17:51

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გადაწყევტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც,

 

  • 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა
  • 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნა
  • ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა.

 

„საკოორდინაციო საბჭოზე  მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს" - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტურიზმის სექტორი შეზღუდვების მოხსნის მოლოდინიშია.  პანდემიამ ამ მიმართულებასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.  როგორია ვითარება და რას შეცვლის შეზღუდვების მოხსნა,  ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტი ტურიზმის სფეროში, ნატალია ბახტაძე ესაუბრა. მისი განცხადებით, კრიზისიდან სრულად გამოსვლა ჯერჯერობით შეუძლებელია:

„ვერ ვიტყვი, რომ კრიზისიდან ტურიზმის სექტორი მთლიანად გამოვა. ძალიან დიდია ეს სექტორი, ბევრი ტიპის ბიზნესი აქვს. სხვადასხვა ტიპის მიდგომები არსებობს. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით, ბიზნესის 20 პროცენტს საქმიანობა გაჩერებული ჰქონდა. ზუსტი  ციფრები არ არსებობს, რეალურად, რამდენმა გააჩერა ან გაყიდა თავისი ბიზნესი. რეგიონებში, სადაც განთავსების ობიექტები იშვიათად იყო  და ამ მიმართულებით განვითარება ახლა იწყებოდა, ბევრი მათგანი დაიხურა. ზოგიერთმა მიიღო დახმარება, ზოგიერთმა - ვერ და ხშირ შემთხვევაში, რეგიონების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომები იყო.

 

როგორც ნატალია ბახტაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რეგულაციების მოხსნა გამოსავალი არ არის და ესეც გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. მისი თქმით, მთავარია, არსებული ძირითადი წესები დავიცვათ:

 

„მგონია, რომ შეცდომას ვუშვებთ. რეგულაციების ძირითადი ნაწილის ასე მოხსნამ შეიძლება ისევ ძველ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ძალიან სწრაფად მოიხსნა შეზღუდვები  და არ ვიცი, რამდენად ვართ ამისთვის მზად. კარგი იქნება რომ აღსრულების ნაწილში იგივე შეცდომები არ დავუშვათ, რაც ერთხელ უკვე დავუშვით.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელი ქვეყნებიდან უნდა ველოდოთ ტურისტებს. აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ  საქართველოს, როგორც ტურისტული ზონის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია“.  

 

ექსპერტი ნატალია ბახტაძე თვლის, რომ ამ სეზონზე,  ტურისტების დიდი ნაკადი რუსეთიდან იქნება:


სავარაუდოდ, ბევრი რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში. ჩვენთან, ძირითადად, იმ ქვეყნებიდან შემოვლენ ,რომელთანაც მკაცრი შეზღუდვები არ გვაქვს. ჩემთვის, მაგალითად, წარმოუდგენელია, რატომ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ბრიტანელებს უფრო მეტი შეზღუდვა ჰქონდეთ, ვიდრე - რუსებს.

 

ხელისუფლება ტურიზმის სექტორის ასამუშავებლად გარკვეულ ნაბიჯებს უკვე დგამს. შეზღუდვების შემსუბუქებაც  ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანა ტურისტული სეზონისთვის  მზადებას განაგრძობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ