20:44 02.03.2021
თუ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რაღა გაქვთ მოსალაპარაკებელი? გაუგზავნეთ „ოცნებას“, ბეჭედს დაარტყამენ და დაგიბრუნებენ - ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძის პოსტი:
ნათლად იკვეთება, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების რესურსი, უფრო სწორად მზადყოფნა არ არსებობს. სანამ ოპოზიციის მიზნებზე დავწერ, თუ რატომ არ სურთ შეთანხმება, ჯერ დღევანდელი "აქცია" შევაფასოთ. გუშინდელ ვიდეო ბლოგში ორთავე მხარეს მოვუწოდე საერთო ენის გამონახვისკენ. ვიდეო 19.00-ზეა ჩაწერილი, ანუ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე. გუშინ შეთანხმდნენ დიალოგის წარმოებაზე და ფაქტიურად დაიწყეს დიალოგი. დღეს დილით მივარდნენ პარლამენტთან, მონები ეძახეს და იძიძგილავეს. დღევანდელმა აქციამ ოცნებას შეუშალა ხელი, თუ ოპოზიციას? მგონი ოცნების საქმეს უფრო აკეთებთ?! დილით მონები უწოდეს პოლიტიკოსებს, შემდეგ კი პრემიერის რიტორიკა დაიწუნეს. რა ლოგიკაა? გადამდგარი უგულავა გამოდის და პრემიერისკენ იშვერს თითს, მაგ რიტორიკით სურს მოლაპარაკებებიო? თქვენ მასე მივარდმებით და შეურაცხყოფებით გსურთ მოლაპარაკებების წარმოება? საინტერესოა თავად შარლ მიშელი მსგავს სიტუაციაში თუ გააგრძელებდა დიალოგს?!
დილით ამბობდნენ დეპუტატებს მანქანებით არ შევუშვებთო, მერე თქვეს ბლოკირებას არ ვახდენთო. გუშინდელ შეთანხმებასაც თავის ჭკუაზე აფასებენ. 6 საკითხი შევიტანეთ და ყველა სრულად უნდა გადაწყდესო. მესმის, რომ ხალხს ბრბოდ თვლით, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა ხომ მაინც იციან მოლაპარაკებების წარმოება? "ჩარჩო შეთანხმებაში", რაც თავად უწოდეთ, შეიძლება 6, შეიძლება 126 საკითხი შევიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადაწყდება. ყველა საკითხი, რაც ოპოზიციას "აღელვებდა", იმიტომ შეიტანეს, რომ გარკვეული იყოს რა საკითხებზე უნდა დაიწყოს დიალოგი, რათა გზადაგზა ახალ-ახალი საკითხები არ წამოიჭრას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე ერთი მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. თუ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნები 100%-თ უნდა შესრულდეს, მაშინ რაღა გაქვთ მოსალაპარაკებელი, სია გაუგზავნეთ ოცნებას, ბეჭედს დაარტყამენ და დაგიბრუნებენ.
მოკლედ, ცხადზე ცხადია, არ სურთ შეთანხმება. მელიაც, მას ვინც გარედან მართავს, კამერაში სჭირდება. მიზანი მარტივია. მსოფლიო ეკონომიკურ ფონზე და პანდემიის მორიგი დალღის მოლოდინში, პოლიტილური კრიზისი კიდევ უფრო მეტად ამცირებს ეკონომიკურ, ბიზნეს აქტივობას. არაა ასე?
გადახედეთ რა ხდება დღეს შვედეთში, ჩეხეთში, სხვა ქვეყნებში?! აშშ მე-4 დარტყმის მოლოდინშია. მოისმინეთ ჯანმოს გაფრთხილება შეზღუდვები არ შეამციროთო? რა ხდება ეკონომიკაში? აშშ ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ყველაზე მძიმე კრიზის განიცდის. დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე, ანუ მე-18 საუკუნიდან, ყველაზე.მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. ჩვენნაირ ქვეყანას რა მოელის, თუ მე-3 დალღა დაგვარტყამს? მე-3 ტალღის გარეშეც, პანდემიის გამო ეკონომიკა 11,5%-თ შემცირდა. ამას ემატება პოლიტიკური დაძაბულობა, რაც როგორც შიდა, ისე უცხოელი ინვესტორების, ასევე ზოგადად ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს.
ასევე, ეს პატარ-პატარა აქციები, რუსთაველზე გამართული აქციაც, არის ეპიდემიური ვითარების აფეთქების პატარ-პატარა ან დიდი ნაღმები. ხელისუფლება კი სათანადო ზომებს არ იღებს. ფანჩატურში შეხვედრის დეოსაც კი ძალიან ბევრი პირბადის გარეშეა. ზუსტად ესაა ოპოზიციის სტრატეგია, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. მერე პანდემია გადაივლის, გააქტიურდება ეკონომიკა და დაგვაბოლებენ აღმშენებლობით. ჰოდა, დანგრევა და მერე აშენება კი, არა, აშენებაზე დაშენება გვინდა. რთულად ვხსნით? აშენებაზე დაშენებას კი ნორმალური პოლიტიკური პროცესი სჭირდება.
თუმცა, ამ გზით არ წავლენ. წლის ბოლოს ადგილობრივი არჩევნებია. არჩევნებამდე შეეცდებიან ხელისუფლება ამ ნეგატიური დღის წესრიგით აცხოვრონ. ხოლო, თუ მოხერხდება, რომ ისევ აფეთქდეს ეპიდვითარება, კარგად იციან, რომ ეს დაანგრევს ეკონომიკას. შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასებიც ვერ დაარიგონ. ხელისუფლებამაც უნდა გაანალიზოს, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და საკუთარი შეცდომები უბდა გაანალიზონ. ისე, როდის გამოვალთ ამ ქუჩის პოლიტიკიდან? ან ეს შეურაცხყოფები რა უბედურებაა? სოცქსელში ღია ტექსტით ილანძღებიან... ან რომ დასდევთ ამ დეპუტატებს თქვენი მართული აქტივისტებით, ოცნებამაც რომ იგივე მოგიწყოთ, მერე სანამდე მიხვალთ? ცალკე თემაა მუქარები, რომლებსაც მუდმივად აჟღერებთ...
კიდევ ერთი. ისეთი ილუზია შექმნეს, თითქოს შარლ მიშელი აქ პოლიტიკური პარტიების შესარიგებლად ჩამოვიდა. ესეც ხომ "ბავშვობაა"?! გამოვაქვეყნე ძველი სტატიის ასლი, სადაც წერია, რომ იანვარში, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში ვიზიტისას მოიწვია ის საქართველოში, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. კარგია, პარლამენტის ტრიბუნიდანაც აჟღერებენ, რასაც პირველი რაუნდიდან ვამბობ, რომ სირცხვილია, როცა ელჩებს შიდა პოლიტიკური პროცესების მოგვარება უწევთ. არ გაქვთ სუვერენული თავმოყვარეობა და პოლიტიკური კულტურა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge