დავით ზარდიაშვილის პოსტი:
ჰოლივუდური კინო-ზღაპარი „პირველი რაინდი“ ყველას გემახსოვრებათ. შონ კონერის - „მეფერ არტურიც“, ბუნებრივია. ის ეპიზოდიც, როცა მეფე „ცარიელი კარვების“ ხრიკს მიმართავს. ხრიკი მარტივია: ხელისგულივით თვალსაჩინო ადგილას სიმულირებული ბანაკის მოწყობა, ცარიელი კარვებითა და თივისგან გაკეთებული ჩუჩელა ტიკინ-ჯარისკაცებით, მოწინააღმდეგის მისატყუებლად, რათა მერე იოლად მოიმწყვდიო და მძაფრი შეტევით ერთბაშად მოსრა.
როგორც ჩანს, ასეთივე იოლი გამარჯვების ზღაპრით ვისგანაც ჯერ არს შთაგონებული ეს ჩვენი უკარიანში ჯმნული ჩოყლაყიც (ადრეული ქართულით ამხედრებულს - „ჩოყლაყი“ ჰქვია და სალანძღავი სიტყვა არ გეონოთ!) ამავე ხრიკს მიმართავს: რუსთაველზე ცარიელი კარვებით სიმულირებული სამხედო ბანაკი მოაწყო და მისატყუებლად თითო-ოროლა თივით გაკეთებული ჩუჩელა ტიკინა-ჯარისკაცებადაც დააყენა: მაჩალიკაშვილები (იგივე ვახა) და მაქარაშვილები (იგივე ბახა). ეს ტიკინ ვახა-ბახები და ჩუჩელ მაჩალ-მაქარები ცარიელ კარვებს ვერ გაავსებენ, მაგრამ ტელე-სიმულაციისთვის საკმარისია...მთელი ყურადღება მათზეა გადატანილი და ამ დროს „ლანსელოტი“ ნამდვილი „საომარი გმირობის“ ჩასადენად ემზადება.
ჰო. რასაკვირველია, ალამუთელი მელიაც უკრაინაში ჯმნულმა ჩუჩელ-არტურამ დაამწყვდევინა, რომ მისგანაც ტიკინ-ლანსელოტი „პირველ რაინდადა“ ჰყოს.
ტრაგი-კომიკური კი ის არის, რომ ჰოლივიდური კინო-ზღაპარის ეს ყოვლად რეგვენული რემეიკი ზოგს სინამდვილე ჰგონია და იმდენსაც ვერა ხვდება: თავად ეგ ჩოყლაყიცა და მთელი მისი ჯარიც თივისგან გაკეთებული ჩუჩელების სიმულაციაა , ხოლო მათი გამკეთებელი ნამდვილი მტერი კი სულ იცინის, კვდება სიცილით ჩვენს სიყეყეჩეზე.... .
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge