დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

დროში გაწელილი სასამართლო პროცესები ყოველთვის ხდება სასპეკულაციო თემა -ამირან სალუქვაძე 03.03.2021 16:21

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გუშინ, ერთ-ერთ ხმაურიან საქმეზე, ჩატარდა სასამართლო სხდომა. შემდეგი სხდომა გაიმართება 1 თვის შემდეგ. ასე "იწელება" პროცესები.


დროში გაწელილი სასამართლო პროცესები ყოველთვის ხდება სასპეკულაციო თემა. ზოგი ფიქრობს, რომ თაროზე იყო შემოდებული, ზოგი ფიქრობს, რომ შეგნებულად წელავენ, რათა საჭირო დროს გაააქტიურონ და ა.შ. მოსახლეობის უმეტესობა ხომ არ ფლობს სათანადო ინფორმაციებს?!


რა უბედურებაა, როცა სხდომებს შორის თითო თვეა შუალედი? ერთხელ მქონდა შეხება სასამართლოსთან და უმარტივესი საკუთრების საქმე 4 წელზე მეტხანს გაიწელა.


ვინმეს გაქვთ ამ პრობლემის მოგვარების რეცეპტი, თუ მოუგვარებადია?" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ