ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ნინო ანანიაშვილს ცნობილი ბალერონი ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ ავრცელებს. თეატრის საბალეტო დასს რუსეთის სახალხო არტისტი ფარუხ რუზიმატოვი უხელმძღვანელებს, რომელიც კოლექტივს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს წარუდგინა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებდა, იანვრის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ქართველ ბალერინას კონტრაქტი შეუწყვიტეს. თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ანანიაშვილმა ინფორმაცია კოლექტივთან ოფიციალურ წარდგენამდე გაასაჯაროვა, რითაც დასის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge