დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გურამ კაშია „თბილისის ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა 03.03.2021 23:48

გურამ კაშია „თბილისის ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან 1- წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

„ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

გამოცდილი მცველი ბოლოს „სან ხოსეში“ გამოდიოდა. ფეხბურთელმა კლუბი 2020 წელს დატოვა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ