დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ბოლო ათ დღეში 37-ჯერ გაიზარდა 05.03.2021 22:01

რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებაზე მოთხოვნა ბოლო ათი დღის განმავლობაში 37-ჯერ გაიზარდა, ვიდრე ეს გასული რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ტურისტულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს.

 

„ამასთან, ამ ქვეყნის მონახულების შესაძლებლობა დაემთხვა იქ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას, რომელიც კორონავირუსის გამო იყო დაწესებული, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, 1 მარტიდან ბათუმში და 8 მარტიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში რესტორნების გახსნა. მარტში, ასევე, განაახლებენ მუშაობას მუზეუმები, ბაზრები და ბაზრობები. თუმცა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ ნარჩუნდება“, - წერს სააგენტო.

 

მისივე ცნობით, რუსეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება, მაგრამ შესაძლებელია საქართველოში გამგზავრება სტამბოლის გავლით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ