დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სულაც რომ პუტინის და კიმ ჩენ ინის ქორწინება აჩვენოთ, თქვენს ტელევიზიებს მაინც არ ჩავრთავ! გორსალები დააგოიმეთ - ამირან სალუქვაძე 06.03.2021 17:55

ამირან სალუქვაძის პოსტი:

 

 

სულაც რომ პუტინის და კიმ ჩენ ინის ქორწინება აჩვენოთ ექსკლუზიურად, თქვენს ტელევიზიებს მაინც არ ჩავრთავ.

გორსალები დააგოიმეთ, ან გოიმები დააგორსალეთ...

ააგდებენ რაღაც ბოდვას. მიასკდება ყველა, ოპოზიციის მომხრეებიც, ხელისუფლების მხარდამჭერებიც, შუაშისტებიც, ცენტრისტებიც, მარსისტებიც, სხვაპლანეტელებიც...

მერე დამფინანსებლებს წარუდგენენ ფეისბუკის "ლაივებს" და კმაყოფილები არიან.

როგორ ცდილობთ რეიტინგში ამოხტომას. იმედს მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე შემდეგ 3-4 ტელევიზიას ჯამურად. მიზეზებს არ აანალიზებთ, ისევ იმავე მეთოდებით ცდილობთ. ვერ ხვდებით, რომ არ იღებს საზოგადოება. პირიქით, უკუშედეგს იღებთ.

პოლიტიკურ შედეგებსაც მაგ სიცრუეებით რომ ვერ აღწევთ, ხომ ხედავთ? ეს არჩევნებმაც დაადასტურა. ქართულ ოცნებას 48% აქვს, დანარჩენ, ბარიერგადალახულ 8 პარტიას, ჯამში 45% (დანარჩენი პროცენტები ბარიერგადაულახავი 40 პარტია და გაბათილებული ბიულეტენებია).

ერთადერთი, რასაც აღწევთ, დამფინანსებლებს აბოლებთ. ამასაც თუ არ გააკეთებთ, დარჩებით დაფინანსების და სამუშაოს გარეშე. რავარი დასაკარგია წამყვანი "ფეისების" მრავალათეულათასიანი ხელფასები?

დამფინანსებლებსაც რომ ჭკუა არ აქვთ?! 8 წელია ამ ტელევიზიების შენახვაში ასეულობით მილიონი (დათვალეთ, ვისაც არ გჯერათ) დოლარი ჰაერში გაისროლეს. ლარებში, ალბათ, მილიარდს დიდი ხანია გასცდნენ.

არ ინტერესდებით საიდან ამხელა თანხები და თან მორალსაც კითხულობთ. თუმცა, კარგად იცით საიდან...

ეუთო ოდირმაც დასვა წერტილი არჩევნებთან დაკავშირებით. შატალოზე მყოფი დეპუტატები უკვე ტოტალურ გაყალბებაზე ვეღარ საუბრობენ და ტოტალურ მოსყიდვაზე აქვთ აქცენტი.

ჯერ ერთი, მოსყიდვა არაა გაყალბება. თუმცა დიდი მავნებლობაა და აღმოსაფხვრელია. მეორე, ოპოზიციამ რამდენი დახარჯეთ მოსყიდვაზე? რა გაქვთ სათქმელი ან ახლანდელ, ან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე?

ჰოდა, შედით პარლამენტში და ერთად გამოასწორეთ. თუმცა, არც იქაა თქვენი ადგილი.

ქართული ოცნების ბრალი რომაა ამდენ სიძულვილს და სიცრუეებს რომ ბედავთ, ფაქტია.

დააანონსა ერთმა ექს-ჩინოვნიკმა, ბრიუსელში 9 წლის გამოფენას მოგვიწყობენო. თავად გიწვევენ და თქვენც მოუწყვეთ.

შარლ მიშელი წასული არ იყო, მეორე დღეს მონები გეძახეს. მერე ვითომ ტაქტიკა შეცვალეს და ახლა მანქანებიდან გისიგნალებენ, ტელევიზიებით ე.წ. ფარულ ჩანაწერებს გიმონტაჟებენ და ესაა მოლაპარაკებების, დიალოგის რეჟიმი? მიაწოდეთ დღევანდელი ანონსი მიშელს, სხვა დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც აქტიურობენ.

ხელისუფლებას მოგმართავთ, თქვენ ხართ საზოგადოების დამშვიდებაზე და საერთოდ ყველაფერზე პასუხისმგებლები. თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ჰოდა, თუ ხართ ხელისუფლება, დაამშვიდეთ საზოგადოება. ამ სანაგვის ქექვის და სიძულვილის მოსმენის გარდა, სხვა საქმეებიც გვაქვს.

ბევრჯერ დავწერე და გიმეორებთ - გავიდა ერთი ცხოვრება! ჩვენმა შვილებმაც ამ პოლიტიკურ სანაგვეში უნდა იცხოვრონ?!

ცნობისმოყვარეები კი, მორიგი ფშიკისთვის, მიასკდით ტელეეკრანებს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ