დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მიშა, გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი? - ლაშა ნაცვლიშვილი 07.03.2021 11:00

Mikheil Saakashvili


გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი?, - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს ლაშა ნაცვლიშვილი. 

 

"არამარტო ჟანრის, ფიზიკის კანონები მოითხოვს, რომ ხელისუფლების თავგასულობის ნიადაგზე საზოგადოებრივი პროტესტის გამოწვევისთვის აუცილებელი პირობა მსხვერპლის არსებობაა. ნამდვილის და არა გამოგონილის. შენივე მაგალითზე გაგახსენო? ჯერ სასაფლაოზე ვპოულობთ სანდროს ნაწამებ ცხედარს და მერე, ახალიების, ვანოს და მისი ცოლის გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მოვდივართ შენამდე, არაკაცო! ჯერ ბუტას ხვრეტენ დიდუბეში და მერე, დონაძეების გავლით, გვიან, მაგრამ მაინც მივდივართ ოქრუაშვილამდე. გავაგრძელო? და შენ რას აკეთებ? ჯერ "პოულობ" ანზორ ჩუბინიძე-კადიროვს და გვარწმუნებ, რომ მსხვერპლი თავისთავადი მოცემულობაა და აღარ არის საჭირო მისი იდენტიფიცირება. მსხვერპლის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იცი, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ რომ ხალხი ბრბო და უტვინო ჯოგი გგონია. აი, ახლა, 2-3 დღეში, ისევ რომ გაასხამთ, დასხედით გვარამიას ეთერში და უმტკიცეთ ერთმანეთს, რომ ღირსება არ აქვს ხალხს, რახან არ ჭამა მორიგი სიყალბე, არ აგყვათ და არ ჩაგაშლევინათ მოლაპარაკება. პირს რომ მოიქაფებთ, ახალი "ჩანაწერების" მონტაჟით დაკავდით, ვიდრე საბოლოოდ არ დარწმუნდებით, რომ მოდელირებული პროტესტი მოდელირებული ქრონიკის რეციდივია, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან ბმა და შეხება არ აქვს და არ შეიძლება, ჰქონდეს!" - წერს ნაცვლიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ