დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

დაიწყეთ გამოძიება, დაამტკიცეთ ფაბრიკაცია, მოსთხოვეთ პასუხი ტელევიზიის მესაკუთრეს - ამირან სალუქვაძე 07.03.2021 11:45

დაიწყეთ გამოძიება, დაამტკიცეთ ფაბრიკაცია, მოსთხოვეთ პასუხი ტელევიზიის მესაკუთრეს, რეპუტაციის შელახვის მცდელობისათვის, როგორც ამას კანონი მოითხოვს!, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს. 


"მანამდე არ დასრულდება ეს სანაგვე.



შემდეგ პოსტში დავდებ კანონს "სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ", რომლის შეცვლა არაფრით გსურთ.


კანონში ვერ გაგირკვევიათ მხილება და ცილისწამება. ორთავეს იცავთ.


დაიცავით მხილება, ყველანაირად. ცილისწამებას, ანუ განზრახ სიცრუის ტირაჟირებას, რატომ იცავთ? ეს კანონი როცა მიიღეს 2005-ში, თავად სჭირდებოდათ ადამიანებისთვის იარლიყების ჩამოსაკიდებლად...


უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ, როცა კანონს გავეცნობით, შემდეგ პოსტში.


P.S. უკანონო ფარული ჩანაწერი არ უნდა შექმნა, არ უნდა გაავრცელო, არ უნდა ნახო ან მოისმინო. ესაა მორალი, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც ეხება", - წერს სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ