დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თბი­ლი­სის კი­დევ ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო, დათო ხუ­ჯა­ძე და­ო­ჯახ­და 07.03.2021 21:28

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თბი­ლი­სის კი­დევ ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო დათო ხუ­ჯა­ძე და­ო­ჯახ­და. მე­უღ­ლე ეკა და­ლა­ქიშ­ვი­ლი ლოტ­ბა­რია, თუმ­ცა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ერთხელ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

მომ­ღე­რა­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე, ნა­თია ონი­ან­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ნა­ხუ­ლობს გო­გო­ნას.დათო ხუ­ჯა­ძემ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აე­რო­პორ­ტში გა­იც­ნო, სა­დაც ქალი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ რა­დიო "ფორ­ტუ­ნას" გა­და­ცე­მა "არტ-FM"-ში ისა­უბ­რა:

"ჩემი მე­უღ­ლე ეკა და­ლა­ქიშ­ვი­ლი თბი­ლი­სე­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ას, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აქვს – სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ას­რუ­ლა და ლოტ­ბა­რია, თუმ­ცა არას­დროს უმუ­შა­ვია სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით. ადრე ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით, ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო აე­რო­პორტთან და სწო­რედ იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - ამ­ბობს დათო ხუ­ჯა­ძე.

 

მომ­ღე­რალ­მა გა­და­ცე­მა­ში შვი­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ უნდა ბავ­შვი მის პრო­ფე­სი­ას გაყ­ვეს.

"სი­მარ­თლე ვთქვა, არას­დროს არ მინ­დო­და. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლი ყო­ველ­თვის მშობ­ლის ჩრდილ­ში ექ­ცე­ვა, თუ რა თქმა უნდა, მას­ზე მეტი არ გა­ა­კე­თა, რის გა­რან­ტი­ა­საც ვე­რა­ვინ მოგ­ცემს. ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ სხვა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს, მუ­სი­კა კი, მისი ჰობი იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან რთუ­ლია მუ­სი­კო­სო­ბას სხვა პრო­ფე­სია შე­უ­თავ­სო. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე, მარ­თა­ლია სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე, მაგ­რამ მა­ინც ვერ შევ­ძე­ლი ორი­ვე პრო­ფე­სი­ის შე­თავ­სე­ბა, ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბა იმ სფე­როს მი­ვა­ნი­ჭე, რო­მე­ლიც უფრო ახ­ლო­ბე­ლი იყო ჩემ­თვის. რვა წლი­დან ვმღე­რი და სწო­რედ მუ­სი­კო­სო­ბა ვაქ­ციე ჩემს პრო­ფე­სი­ად..." - ამ­ბობს ხუ­ჯა­ძე.

 

 

ambebi.ge

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ