დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საიდან მოდის 8 მარტის ისტორია და რით გამოირჩევა ეს თარიღი მსოფლიოში 08.03.2021 11:36

8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია "ცარიელი ქვაბების მარშს" უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს.

 

მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.  დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

 

გერმანელმა ფლორისტმა თბილისში "გაზაფხულის ქორწილი" მოაწყო 1911 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღეს რიგ ქვეყნებში ქალები ატარებდნენ მიტინგებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. რამდენიმე წლის განმავლობაში ქალთა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. 1911 წლის 19 მარტს ის გაიმართა გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 1912 წელს ქალები საკუთარი უფლებებისთვის ევროპის მასშტაბით 12 მაისს, 1914 წელს კი 8 მარტს იბრძოდნენ. ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს. 1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.

 

თაიგული საყვარელი ადამიანისთვის 1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად. „მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ, — მიიჩნევენ გაეროში.

 

ქალი, რომელმაც 5 საათის განმავლობაში შეძლო... 1965 წლიდან, საბჭოთა კავშირის უზენაესი პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა. საქართველოში დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა. თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა. ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას უფრო მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ.

 

 

8 მარტი მსოფლიოში

 

 

1906 წლის 8 მარტს აშშ-ს ჯარებმა, 1898 წელს ესპანეთისაგან 20 მილიონ დოლარად შესყიდულ ფილიპინებში მცხოვრები მუსლიმანი მოროელები ამოხოცეს.

 

 

1944 წლის 8 მარტს გარდაიცვალა ცნობილი თურქი რომანისტი და ჟურნალისტი ჰუსეინ რაჰმი გურპინარი.

 

 

1944 წლის 8 მარტს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი პროფესორი, კანის და ვენური დაავადებების დიდი სპეციალისტი ჰულუსი ბეჰჩეტი.

 

 

1955 წლის 8 მარტს თურქეთში კიბოს დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი პირველი კლინიკა გაიხსნა.

 

 

 

1974 წლის 8 მარტს ექსპლოატაციაში გადაეცა პარიზში ჩარლზ დე კოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ