დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ივანიშვილებს არაერთი უმწარესი დარტყმა მიუღიათ ამ ცხოვრებაში - გია აბაშიძე 08.03.2021 13:28

წუხელ საზოგადოებამ "გლავკანალზე" იხილა ძებნილი შლეგის, მიხეილ სააკაშვილის სცენარის მიხედვით დადგმული მდარე ხარისხის სპექტაკლი.  ფსევდო-ინკვიზიტორი ჩაჯვი გვარამია წვრილფეხა ალქაჯებთან ერთად ცდილობდა იერიში მიეტანა ივანიშვილების ოჯახზე, ბერაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.


"ტელეშოუ იმდენად მდაბიო და გოიმური იყო, რომ მაყურებელთა აზრი ორად გაიყო - ეტირათ თუ ეცინათ? მე უფრო მოღლიცინეთა სეგმენტში ვარ.


ატყობთ თუ როგორ გახვრიტეს ფსკერის ფსკერიც კი ნაცსექტის ბოროტმა მიმდევრებმა? პოლიტიკაში, ზნეობაში, ადამიანობაში სრული ბანკროტები იყენებენ პირად თავდასხმებს, უბინძურეს ცილისწამებას საკუთარი მიუღწეველი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ამასთან, დიდი ფანტაზიორობა არ ესაჭიროებათ. სააკაშვილის რეჟიმის დროს მათ მიერ ჩადენილს აპროეცირებენ ბერაზე და მის ოჯახზე.


ამ ავსულთა შაბაშს აყვნენ ნაცების აქტიური თუ აქამდე მიძინებული მდაბიო მარიონეტები, რომლებსაც თავი ექსპერტებად, ხელოვანებად თუ ჟურნალისტებად მოაქვთ.


ივანიშვილებს არაერთი უმწარესი დარტყმა მიუღიათ ამ ცხოვრებაში, ნაცების ეს მორიგი განწირული კამპანია კი უბრალოდ გაქრობადი ნაგვის ბუზების ბზუილია.


საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ყველაფერი დიდი ხანია გასაგებია. არ გაგიკვირდეთ ნაცების ბოროტი ჯამბაზების მორიგი სიშლეგეები, უბრალოდ დასცინეთ, ნერვებს ნუ იშლით! გაქრებიან ადრე თუ გვიან," - წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ