დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა 08.03.2021 13:48

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, ანნა დათაშვილს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. ავთანდილ ცინცაძე  ანნა დათაშვილს სახლში ეწვია და სამახსოვრო საჩუქრები პირადად გადასცა.

 

მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცაქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას  55 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და  დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ