დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული, მაგრამ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა - რას ყვება ვასილ მაღლაფერიძე ახირებულ ჟურნალისტზე 08.03.2021 21:12

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც დღეს დატოვა პოსტი, სოციალურ ქსელში ირონიულად წერს ზედმეტად დაჟინებულ ჟურნალისტებზე: 

"მთავარის" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული, მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?! 
P.S. ახლა "თლათ" ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს.

მანამდე, დღეს დილით, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტება გააკეთა თანამდებობის დატოვების შესახებ:
მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ! 
 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ