დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რას პასუხობს ნანი ბრეგვაძე მედიით გავრცელებულ ფეიკს, „ოცნება" უნდა წავიდეს 08.03.2021 22:15

სოსო ჭუმბურიძის პოსტი:

ვინმე Beridze Ekaterine აზიარებს SPORTVIDEOS.GE - ს პოსტფეიკს, ასეთი სათაურით: „ნანი ბრეგვაძე დუმილს არღვევს - „ოცნება" უნდა წავიდეს, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს." ტექსტში, რომელიც ამ ფეიკპოსტს ახლავს, „ოცნება" საერთოდ არ არის ნახსენები. გამახსენდა, რომ ზუსტად ასეთივე სიცრუე, ზუსტად ამგვარივე სათაურით, რამდენიმე წლის წინათაც გავრცელდა. მაშინვე დავურეკე ქალბატონ ნანის, რომელმაც მითხრა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. მისი ეს კომენტარი მეორე დღესვე გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში."
ამ საღამოსაც დავუკავშირდი ქალბატონ ნანის და სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებული პოსტის შესახებ შევატყობინე. გაოცება ვერ დამალა და ამჯერადაც იგივე მითხრა: მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. ქალბატონმა ნანიმ მთხოვა, საზოგადოებისათვის ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო, ნათელი და გასაგები გამეხადა მისი პოზიცია. აი, მისი სიტყვები: „ მე არ ვერევი პოლიტიკაში. ეს არ არის ჩემი საქმე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მაღელვებს მისი ბედი და მინდა, ქვეყანა წინ წავიდეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ჩემს დამოკიდებულებას, მას უდიდეს პატივს ვცემ."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ