დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სენსაციური აღმოჩენა ჰერეთში - თამარ მეფის საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო, სამკაულები და გვამები 08.03.2021 22:47

„ჰერეთის სახლის“ ადმინი ვასილ პაპიაშვილი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს:

სენსაციური აღმოჩენა ჰერეთში. ეს ხდება ახლა. თამარ მეფის ნეშტი დღემდე არ ითვლება აღმოჩენილად, მაგრამ საქმე გვაქვს უზარმაზარ აღმოჩენასთან! ამ რამდენიმე დღის წინ ზაქათალის რაიონის სოფელ ფალდარლოში ერთი გლეხი მინდორს ხნავდა. ხვნის დროს მიწა ჩაინგრა. მოიყვანა ტრაქტორი და ამოათხრევინა. ნანახით შოკირებულმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას. როგორც ზაქათალის დახურულ ჯგუფში ვარაუდობენ, აღმოჩენილია თამარ მეფის საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო (საუბარია დაახლოებით 12 ტონა ოქროსა და თამარის სამკაულებზე) და მიცვალებულთა გვამები.
მაშინვე ჯარი შემოავლეს და ამ დრომდე აზერბაიჯანელი არქეოლოგები თხრიან იქაურობას. ტერიტორიას სამხერო ნაწილი იცავს და არავის უშვებს პერიმეტრზე. ჰერელებო, გილოცავთ. ჩვენი კუთხის ისტორიაში ერთ-ერთი უზარმაზარი აღმოჩენაა.
PS. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით კომენტარებში.
კომენტარებში ვასილ პაპაშვილი ამატებს ასეთ ინფორმაციას:
ისაევი: - მე არ შემიძლია დავწერო ტყუილი ინფორმაცია არქეოლოგიურ გათხრების შესახებ ფალდარში, რადგან ისინი არავის უცხადებენ. რაც ვიცით ესაა სახელმწიფო საიდუმლოება.
- გარედან დაკვირვება არ შეიძლება?
- არა, ჯარისკაცები და პოლიციელები იცავენ ყველა მხრიდან, არ აძლევენ არავის დისტანციური თვალყურისდევნების უფლებას. ხომ იცით ჩვენი პოლიციის ამბავი.
მაჰიზარ გარდაშოვა: - "დღეს გავიგე, რომ მათ 12 ტონა ოქრო ამოიღეს. მაგრამ ძალიან ძველმა ქართველმა ქალმა, სახელად თამარამ დამარხა ეს ოქრო და დატოვა სცენარი, საიდუმლოდ რომ დარჩეს, უკანასკნელმა ჯარისკაცმა თავი მოიკლასო".
PS. ამანაც, მამედოვის პოსტს უპასუხა "მონღოლურობაზე", როგორც ვხვდები, "თამარ მეფის ანდერძზე" საუბრობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ